ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისვის შესანიშნავ გუდაურში ვიმყოფებით - მადლობა აქ, გუდაურში მასპინძლობისთვის,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენელმა, 
 პიტერ კროგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ გამორჩეული ღონისძიებები და ყველასთვის სამართლიანი პირობები იქნება. 

“დღეს, ჩვენ აქ 2024 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სნოუბორდის კროსის ფინალისთვის შესანიშნავ გუდაურში ვიმყოფებით. ამინდი ოდნავ რთულია, ღამით თოვლი წამოვიდა და წვიმდა, მაგრამ მუშაობას ვაგრძელებთ, ორგანიზატორებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ და დარწმუნებული ვარ, რომ გამორჩეული ღონისძიებები და ყველასთვის სამართლიანი პირობები გვექნება. მადლობა აქ, გუდაურში მასპინძლობისთვის”,-აღნიშნა პიტერ კროგოლმა.