მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში საფრანგეთისა და დანიის საფეხბურთო მატჩი ფრედ დასრულდა. ეს მიმდინარე გათამაშებაში პირველი უგოლო ფრეა. საფრანგეთი პირველ ადგილზე გავიდა და მერვედფინალში არგენტინას ელოდება, რომლის ბედიც დღეს გაირკვევა.
ამავე ჯგუფში პერუმ ავსტრალიას მოუგო, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად მაინც არ ეყო. ავსტრალია ბოლო ადგილზე გავიდა 1 ქულით.
მერვედფინალში დანია ხორვატიას შეხვდება. მეორე წყვილის ვინაოდა კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. არგენტინა ნიგერიას ხვდება და აუცილებლად გამარჯვება სჭირდება. უკვე პირველ ადგილზე დამკვიდრებული ხორვატია კი ისლანდიას შეხვდება, რომელიც ასევე ინარჩუნებს ჯგუფიდან გასვლის შანსს.