მანილაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გერმანიის და სერბეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ.
მატჩი მოიგო და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა.
გერმანია - სერბეთი 83:77(23-26, 24-21, 22-10, 14-20)
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადამ აშშ-ს ოვერტაიმში 127:118 (34-25, 24-31, 33-26, 20-29, 16-7) მოუგო.
მეხუთე ადგილისთვის მატჩში ლატვიამ - ლიეტუვას სძლია 98:63(28-20, 21-18, 28-9, 21-16).
მეშვიდე ადგილი სლოვენიამ დაიკავა. მან იტალია 89:85(15-18, 27-23, 28-19, 19-25) დაამარცხა.
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 1950 წლიდან, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. მსოფლიო ჩემპიონის წოდება ხუთ-ხუთჯერ აშშ-ს და იუგოსლავიას აქვს მოპოვებული, სამჯერ საბჭოთა კავშირს, ორ-ორჯერ გაიმარჯვეს ესპანეთმა და ბრაზილიამ და თითოჯერ არგენტინამ და გერმანიამ.