პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე გრძელდება 70 კგ წონითი კატეგორიის პარატაეკვონდოს ოსტატთა ასპარეზობა.
ქართველი პარატაეკვონდოს ოსტატის, გიორგი ნიკოლაძის მეტოქე მეოთხედფინალში თურქი ფატიჰ ჩელიკი იყო.
გიორგი ნიკოლაძე პირველივე წამებზე 3:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ინიციატივა მეტოქემ აიღო ხელში და საბოლოოდ მან 24:19 გაიმარჯვა.
ქართველი პარასპორტსმენი რეპეშაჟიდან გააგრძელებს ბრძოლას მედლისთვის. მისი მეტოქე რეპეშაჟში არგენტინელი ხუან ედუარდო სამორანო იქნება