პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთელთა ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა 

საფრანგეთის და არგენტინის შეხვედრაში მასპინძლები მე-5 წუთზე ჟან-ფილიპ მატეტას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ და ანგარიში შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს.  

საფრანგეთი - არგენტინა 1:0(1:0)
გოლები: 5' ჯან-ფილიპ მატეტა 1:0 

ეგვიპტის და პარაგვაის შეხვედრის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ეგვიპტელებმა ხუთივე დარტყმა ზუსტად შეასრულეს, პარაგვაელებმა კი ერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

ეგვიპტე - პარაგვაი 1:1(1:1, 0:0) პენალტები 5:4
გოლები: 71' დიეგო გომესი 0:1, 88' იბრაჰიმ ადელი 1:1

ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან:
მაროკო - ეგვიპტე
ესპანეთი - საფრანგეთი