პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ხმლით მოფარიკავეთა შორის მედლების მფლობელები გამოვლიდნენ.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კორეელმა სანგუკ ოჰმა (N3) ტუნისელი ფარეს ფერჯანი (N13) 15:11 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ კორეელი 14:5-ს იგებდა, როდესაც ტუნისელმა ზედიზედ სამი ხვლეტა მიაყენა მას და მორიგი ქულის მოპოვების მცდელობაში ბილიკზე წაიფორხილა და წაიქცა. სანგუკ ოჰმა წაქცეულ მოწინააღმდეგეს ჩხვლეტა არ მიაყენა, ხელი გაუწოდა და წამოდგომაში დაეხმარა. ტუნისელმა კიდევ სამი ჩხვლეტის მიყენება შეძლო, მაგრამ საბოლოო მაინც დამარცხდა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი იტალიელი ლუიჯი სამელე (N7) გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან მსოფლიო რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, ეგვიპტელი ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა. უფრო ადრე მან მეოთხედფინალში ეგვიპტელი მოჰამედ ამერი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი კორეელ სანჰუკ ოჰთან 5:15 დამარცხდა