პარიზში დასრულდა ძიუდოისტთა წლის პირველი დიდი ასპარეზობა.
პარიზის გრანდ სლემის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ფინალური ორთაბრძოლა კორეელ ჩონ-ჰუნ კიმთან წააგო და პარიზის გრანდ სლემის ვეცხლის მედლის მფლობელი გახდა
60კგ
1, რომენ ვალადიე პიკარი (საფრანგეთი)
2. კენტა სეკიმოტო (იაპონია)
3. ბახრომ ბოტუროვი (უზბეკეთი)
3. ენცო ჟანი (საფრანგეთი)
ჯაბა პაპინაშვილი პირველ წრეში კენტა სეკიმოტოსთან დამარცხდა.
66კგ
1. რუსლან ფაშაევი (აზერბაიჯანი)
2. დაიკი ბუბა (საფრანგეთი)
3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3. ვალიდ ხიარი (საფრანგეთი)
ვაჟა მარგველაშვილმა პირველ წრეში ფრანგი რომარიკ ვენდ-იამ ბუდა დაამარცხა, მეორეში აზერბაიჯანელი რაშად ელკიევი, ნახევარფინალში დაიკი ბუბასთან წაგო, რეპეშაჟის ფინალში კი მურად ჩოპანოვს (ნეიტრალური სტატუსი) მოუგო
თემურ ნოზაძემ პირველ წრეში მონღოლ ნარმანდახ ბაიანმუნხს სძლია, მეორეში ვალიდ ხიართან დამარცხა, რეპეშაჟის ნახევვარფინალში კი მურად ჩოპანოვთან.
73კგ
1. შახრამ ახადოვი (უზბეკეთი)
2. აკილ გიაკოვა (კოსოვო)
3. მაქსიმ გობერი (საფრანგეთი)
3. რაშიდ მამადალიევი (აზერბაიჯანი)
ლაშა შავდათუაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ ვუსალ გალანდარზადეს მოუგო, მეორე კი მაქსიმ გობერთან დათმო.
მიხეილ ბახბახაშვილმა პირველი შეხვედრა ესპანელ ხორხე კანო გარსიას მოუგო, მეორე კი რაშიდ მამადალიევთან წააგო.
პორტუგალიელმა ოთარ კვანტრიძემ პირველი შეხვედრა ტოგოელ აბედაიო ფრედერიკ ოლიმპიოს მოუგო, მეორე მახმადდბეკ მახმადბეკოვს (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ნახევარფინალი შახრამ ახადოვთან წააგო,მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი რაშიდ მამადალიევთან.
81კგ
1. ფრანსუა გოტიე დრაპო (კანადა)
2. ნუგზარ ტატალაშვილი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
3. მატიას კასე (ბელგია)
3. ომარ რაჯაბლი (აზერბაიჯანი)
ზაურ დვალაშვილმა პირველ შეხვედრაში კანადელი კიგან იონგი დაამარცხა, ნუგზარ ტატალაშვილთან დამარცხდა, რეპეშაჟის ნახევარფინალში ბელგიელ მატიას კასესთან წააგო.
კოტე კაპანაძემ მონღოლ შინებაიერ ოიუნჩიმეგთან ტრამვა მიიღო და შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.
ნუგზარ ტატალაშვილმა პირველი შეხვედრა ბერძენ ოდისეი გიორგაკისს მოუგო, ნახევარფინალში იოშიტო ჰოჯოსთან გაიმარჯვა
90კგ
1. ჩონ-ჰუნ კიმი (კორეა)
2. ლუკა მაისურაძე (საქართველო)
3. გოკი ტაჯიმა (იაპონია)
3. ალექსის მატიე (საფრანგეთი)
ლუკა მაისურაძემ პირველი შეხვედრა სენეგალელ რაიან დაკოსტას მოუგო, მეორე ფრანგ მაქს ლაბორდს, ნახევარფინალში კი მსოფლიო ჩემპიონი გოკი ტაჯიმა დაამარცხა,
ნიკა ხარაზიშვილმა პირველი შეხვედრა სენეგალელ აბდერაჰმან დიაოს მოუგო, მეორე კი ფრანგ მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუსთან წააგო.
100კგ
1. ჯაფარ კოცოევი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)
2. ლეონარდო გონსალვესი (ბრაზილია)
3. არმან ადამიანი (ნეიტრალური სტატუსი)
3. ივან-ფელიპე სილვა მორალესი (კუბა)
ნიკოლოზ ზაალიშვილმა პირველი შეხვედრა ხუსლენ მუნხუს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) მოუგო, მეორე კი არმენ ადამიანთან (ნეიტრალური სტატუსი) წააგო
+100კგ
1. ინალ ტასოევი (რუსეთი)
2. სეუნ იობ ლი (კორეა)
3. იუტა ნაკამურა (იაპონია)
3. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
საბა ინანეიშვილმა პირველი შეხვედრა ფრანგ ანჯელ გისტანს მოუგო, მეორე ფინელ მარტი პუმალაინენს, ნახევარფინალში სეუნ იობ ლისთან წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი იუტა ნაკამურასთან დათმო.
ირაკლი დემეტრაშვილმა პირველი შეხვედრა ჩილელ ფრანცისკო სოლისს მოუგო, მეორე სეუნ იობ ლისთან დათმო, რეპეშაჟის ნახევარფინალი მარტი პუუმალაინენთან დათმო.
უშანგი კოკაურმა (აზერბაიჯანი) პირველი შეხვედრა ტომა ნიკიფოროვთან წააგო.
57კგ
1. მართა ფავაზი (საფრანგეთი)
2. ტიმნა ნელსონ ლევი (ისრაელი)
3. ოფელია ველოცი (საფრანგეთი)
3. მეგუმი ფუჩიდა (იაპონია)
ეთერ ლიპარტელიანმა ამერიკელ ანჯელიკა დელგადოს სძლია, იაპონელ მეგუმი ფუჩიდასთან წააგო, რაპეშაჟის ნახევარფინალში იაპონელი მიკა ადაჩი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი ოფელია ველოცისთან წააგო.
მასალა განახლდა 22:27 საათზე