5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის მძიმე დაავადებას ებრძვის, მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროა სოლიდური თანხა. 

როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, შექმნილია პატარას დახმარების გვერდიც - Help Sophia, სადაც დახმარების სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში საზოგადოებას შეეძლება გაეცნოს ბავშვის მკურნალობის ეტაპებს. ასევე პოსტში მოცემულია ანგარიშის ნომრები, სადაც შესაძლებელია თანხის დარიცხვა. "არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღეს ასეთი სიტყვებით მომიწევდა თქვენთვის მომართვა… მაგრამ დღეს ჩვენი პატარა სოფიასთვის დახმარებას გთხოვთ.  უკვე 8 თვეა, 5 წლის სოფია ნეირობლასტომას ებრძვის - ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აგრესიულ ონკოლოგიურ დაავადებას.  ამ დროის განმავლობაში მან გაიარა ქიმიოთერაპია, რთული ოპერაცია და სხივური თერაპია. სოფიამ წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა, თუმცა მკურნალობის დასრულებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დარჩა - Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.  მკურნალობისთვის 237 500 დოლარია საჭირო. სახელმწიფოს ჩართულობის დიდი იმედი გვაქვს, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებსა და დროს მოითხოვს - დრო კი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გვაქვს.  ამ ეტაპამდე ოჯახმა საკუთარი შესაძლებლობებით ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია. ამიტომ დღეს მთელი გულით გთხოვთ დახმარებას. ნებისმიერ თანხას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი. შეიძლება სწორედ თქვენმა დახმარებამ ან ერთმა გაზიარებამ სოფიასთვის ყველაფერი შეცვალოს. შევქმენით სოფიასთვის გვერდი სადაც გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას მისი მკურნალობის შესახებ - Help Sophia TBC BANK#GE97TB7188345064300131ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother ) BOG#GE81BG0000000613358579ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother ) RevolutTea Tchanturidze (Aunt)IBANFR76 2823 3000 0179 5729 5249 404https://revolut.me/tchanturidze PayPalhttps://www.paypal.me/AnastasiiaKobakhidze", - წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.