საფრანგეთის ლიგა 1-ში მერვე ტური დაიწყო.
ლიდერმა, პარი სენ-ჟერმენმა“ მერვე ტურის მატჩში უახლოესი მდევარი, „სტრასბურგი“ მიიღო.
სტუმრებმა შეხვედრის დასაწყისშივე გაუშვეს გოლი და ჩამორჩნენ, მაგრამ შემდეგ ჯერ გაქვითეს გოლი, შემდეგ კი ტაიმის მიწურულს მეორე ბურთის გაიტანეს და პირველი ნახევარი 2:1 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში მათ კიდევ ერთხელ აიღეს მასპინძლების კარი და 2 ბურთით დაწინაურდნენ.
მასპინძლები მარცხს არ შეეგუენ, მთელი ძალებით შეუტიეს და 58-ე წუთზე რამოშის თერთმეტმეტრიანის და 79-ე წუთზე მაილუს გოლის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „სტრასბურგი“ 3:39:3)
გოლები: 6' ბრედლი ბარკოლა 1:0, 26' ხოაკინ პანიჩელი 1:1, 42' დიეგო მორეირა 1:2, 49' ხოაკინ პანიჩელი 1:3, 58' გონსალუ რამოში, თერთმეტმეტრიანიდან 2:3, 79' სენი მაილუ 3:3
ხვიჩა კვარაცხელია (flashshscore 6,8) ბრედლი ბარკოლას ნაცვლად მინდორზე 61-ე წუთზე შევიდა