საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები დაიწყო.

„პარი სენ-ჟერმენმა“, რომელიც ჩემპიონობა ექვსი ტურით ადრე გაინაღდა, ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ამჯერად მან გასვლაზე, „სტრასბურგთან" იწვნია მარცხი.

პარიზელთა რიგებში არ იყვნენ უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუიჯი დონარუმა, ვიტინია.  პირველს ტრავმა აქვს, ხვიჩა კვარაცხელია და ვიტინია კი განაცხადში იყვნენ, თუმცა მინდორზე არ გამოჩენილან.

„სტრასბურგი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 2:1(2:0)
გოლები: 20' ლუკას ერნანდესი, საკუთარ კარში 1:0, 45+3' ფელიქს ლემარეშალი 2:0, 46' ბრედლი ბარკოლა 2:1