ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-16, გერმანიის ბუნდესლიგაში კი მე-13 ტურის მატჩები დასრულდა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ თანაქალაქელების „გრაცერი“ დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა.
ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 6.8) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.
„შტურმი“ - „გრაცერი“ 2:1(1:0)
გოლები: 8' ჯეილანდ მიტჩელი 1:0, 67' მორის მელოუნი 2:0, 90+10' კრისტიან ლიხტენბერგერი 2:1

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ სახლში „ვერდერს“ სძლია და გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა.
გიორგი გოჩოლეიშვილი მინდორზე 82-ე წუთზე შევიდა.
„ჰამბურგი“ - „ვერდერი“ 3:2(1:1)
გოლები: 7' იენს შტაგე 0:1, 63' ალბერ სამბი ლოკონგა 1:1, 75' ლუკა ვუსკოვიჩი 2:1, 78' ჯასტინ ჯინმაჰი 2:2, 84' იუსუფ პოულსენი 3:2




