ავსტრიის ბუნდესლიგაში ოცდამეშვიდე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ოთარ კიტეიშვილის და გიზო მამაგეიშვილის „შტურმი“ უახლოეს მდევარს ესტუმრა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.


ოთარ კიტეიშვილი (flashscore - 5,6) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო. მან მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა გოლი და 13 გატანილი ბურთით ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა შორის.

გიზო მამაგეიშვილი (flashscore - 6,5) მინდორზე 70-ე წუთზე შევიდა.

„ლასკი“- „შტურმი“ 1:1(0:1)
გოლები: 10' ოთარ კიტეიშვილი, თერთმეტმეტრიანიდან  0:1, 68' სასა კალაიჯიჩი 1:1