ავსტრიის ბუნდესლიგაში ოცდამერვე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ოთარ კიტეიშვილის და გიზო მამაგეიშვილის „შტურმმა“ სახლში უახლოეს მდევარს, „ლასკს“ უმასპინძლა.

სტუმრები შეხვედრის უკკვე 18 წუთზე უმცირესობაში დარჩნენ, მაგრამ თავს მედგრად იცავდნენ და შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა, მეორე ნახევრის დაწყებიდან შვიდ წუთში კი მათ ანგარიშის გახსნა მოახერხეს.

67-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის კიდევ ერთ ფეხბურთელს მისცა მეორე გაფრთხილება და მინდორი დაატოვებინა.

77-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ოთარ კიტეიშვილმა გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა

ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 7,9) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო. იგი 14 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიის სათავეშია. გიზო მამაგეიშვილი (Flashscore - 6,9 ) მინდორზე 66-ე წუთზე შევიდა.

„შტურმი“ - „ლასკი“ (0:0)
გოლები: 52' მოზეს უსორი 0:1, 77' ოთარ კიტეიშვილი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1
გაძევება: 18' ალემაო („ლასკი“, მეორე ყვითელი), 67' სამუელ ადენირანი („ლასკი“, მეორე ყვითელი)