საქართველო-უკრაინის მატჩისწინა „ტაიმაუტში“ მოკლედ ისაუბრა ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა:

„ველოდებით გულშემატკივარს, რომელიც 90 წუთი იქნება ჩვენს გვერდით. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, შინ გახარებული წავა.

უკრაინა წინა წლებისგან განსხვავებით სხვა ფეხბურთს თამაშობს, ბურთის ფლობაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა საამისოდ მომზადებული ვართ და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საჩვენო შედეგი დავაფიქსიროთ“.