ნუგზარ წურწუმია: წელს ოქროს მედალი მაკლდა და ისიც ავიღე

1542191246
წურწუმიასთან ერთად, გუშინ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე მძიმეწონოსანმა, ზვიად პატარიძემ (130კგ) ოქროს მედალი მეექვსეჯერ აიღო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, 23-წლამდელებს შორის, ნუგზარ წურწუმიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში, ყველაზე მცირეწონოსანმა ფალავანმა, რუსი კაბალოევი 3:2 დაამარცხა და ბოლო სამ კვირაში, ორ მსოფლიო ჩემპიონატზე, ორი მედლის აღება შეძლო. დიდებში, წურწუმიამ ბრინჯაო დაისაკუთრა, 23-წლამდელებში კი პირველობა არავის დაუთმო.
"აიპრესი" ნუგზარ წურწუმიას ბუქარესტში დაუკავშირდა.
"ძალიან გახარებული ვარ და რაც წელს მაკლდა, ის მედალიც გავაკეთე. ოქრო მაკლდა და უფლის წყალობით, ეს შევძელი. ეს ადვილი არ იყო. რთული იყო. პირველივე დაპირისპირება სომეხ მეტოქესთან მქონდა, ჩემთვის კარგად ნაცნობ მეტოქესთან, მეორე - ბულგარელთან, ფინალში გამსვლელი შეხვედრა კი ყირგითან იყო, რომელიც ძალიან ძლიერია, მაგრამ გადავლახე და მოვიგე", - განაცხადა წურწუმიამ.
წურწუმიასთან ერთად, გუშინ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე მძიმეწონოსანმა, ზვიად პატარიძემ (130კგ) ოქროს მედალი მეექვსეჯერ აიღო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.