ბელგრადში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა პირველი საშეჯიბრებო დღე

55კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ უზბეკი ორტიკბოევი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან იჭიდავებს.

ოლიმპიური 77-130კგ წონითი კატეგორიების მეოთხედფინალურ შეხვედრებში ქართველი მოჭიდავეებთან შეხვედრებში გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ნახევარფინალებში მარცხი განიცადეს და ქართველ მოჭიდავეებს, იური ლომაძეს და იაკობ ქაჯაიას რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის და/ან ოლიმპიური ლიცენზიისთვის ჭიდაობის შანსი წაერთვათ.

ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან ჭიდაობას ვერ გელა ბოლქვაძე შეძლებს, რადგან 1/4 ფინალში მასთან გამარჯვებული მოლდაველი მოჭიდავე ნახევარფინალში დამარცხდა.