მელბურნ-პარკში ავსტრალიის ღია პირველობა დასრულდა.

მელბურნში, ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბერძენ სტეფანოს ციციპასს სამ სეტში სძლია და კარიერაში მეათედ გახდა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული.


ნოვაკ ჯოკოვიჩს დიდი სლემის ტურნირი ოცდამეორედ მოიგო და ამ მაჩვენებლით იგი რეკორდსმენს, ესპანელ რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსზე აუცრელობის გამო რიგ ტურნირზე არ დაუშვეს და შედეგად მას მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების რეიტინგში პირველი ადგილი დღემდე დაკარგული ჰქონდა, ხოლო სერბეთში 202 წლის წლის საუკეთესო სპორტსმენი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გახდა