ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს.
ბრისბენის ATP 250-ზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და ნიკ კირიოსმა წყვილთა შეჯიბრებაში სცადეს ძალები და მეთექვსმეტედფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ ხორვატი ნიკოლა მეკტიჩის და ახალზელანდიელი მაიკლ ვენუსის წყვილს შეხვდნენ.
პირველი სეტი ნიკოლა მეტიჩის და მაიკლ ვენუსის მოგებით დასრულდა, მეორეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ნიკ კირიოსმა იმარჯვეს და მათ მოგებას თითქოს აღარაფერი ედგა წინ მესამე სეტშიც, მაგრამ მეკტიჩმა და ვენუსმა სამქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და შეხვედრა თავიანთ სასარგებლოს დაასრულეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა და დიდი მოწონებით სარგებლობს ვიდეო, რომელზედაც, მეტწილად კირიოსის მცდელობით შოუს ელემენტებით დატვირთული, სეტის ქულის მოსაპოვებელი ერთ-ერთი გათამაშებაა აღბეჭდილი. პლატფორმა X-ზე ვიდეოფრაგმენტს ამ დროისთვის 303 ათასი მნახველი ჰყავს.
DELIVERING what it promised 🤯#BrisbaneTennis pic.twitter.com/3AQxDYMSS5
— Tennis TV (@TennisTV) January 1, 2025