საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას დაუბრუნდა და "ლოს ანჯელეს კლიპერსში" ითამაშებს. ქართველმა კალათბურთელმა "კლიპერსთან" ერთწლიანი, არაგარანტირებული კონტრაქტი გააფორმა.
32 წლის ცქიტიშვილმა NBA-ში 2002-2006 წლებში ითამაშა და მისი საშუალო მონაგარი 7.2 წუთში 2.9 ქულა და 1.7 მოხსნა იყო.
ნიკა ამერიკაში 2002 წელს იტალიური "ბენეტონიდან" გადავიდა. მაშინ "დენვერ ნაგეტსმა" 19 წლის ქართველი დრაფტზე მე-5 ნომრად აიყვანა. მის ამერიკულ კარიერაში სხვა გუნდებიც იყო - "გოლდენ სტეიტი", "მინესოტა" და "ფინიქს სანსი". ბოლოს კი ნიკა ლიბანურ "ჩემპვილში" თამაშობდა.
სამინისტროს პრესსამსახური