პარიზში დიდი სლემის ოთხი ტურნირიდან ერთ-ერთის, „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარეობს.
ახლახან დასრულდა „როლან გაროსის“ საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალური შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილს (N133) და ფრანგ ჟოფრეი ბლანკანოს (N273) შორის.
დღემდე მეტოქეებს ერთმანეთთან ერთადერთხელ, 2015 წლის იანვარში ჰქონდათ ნათამაშები მონპელიეს ტურნირის საკვალიფიკაციო წრეში. მაშინ ბასილაშვილმა ბლანკანოს 6:4, 6:0 სძლია.
დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 6:2 , 6:4 დაამარცხა მეტოქე და „როლან გაროსის“ სამოცდამეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პორტუგალიელი ჰენრიკე როჩა (N199) იქნება. მათ შორის დღემდე ერთადერთი შეხვედრა 2024 წლის მარტში, მურსიაში გაიმართა და როჩას გამარჯვებით (3:6, 7:6(7:0), 7:5) დასრულდა.