საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.
გადაუდებელი ჩხრეკა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრადზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება.