დასრულდა ვერონის გამოწვევის ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნიდერლანდელ იესპერ დე იონგს შორის

ვერონის ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ, მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილზე მყოფ ნიდერლანდელ იესპერ დე იონგთან შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში 6:4, 4:6, 6:1 მოიგო.

ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 372-ე ადგილზეა, 138-ე ადგილზე მყოფ ბოლივიელ ჰუგო დელიენს და 250-ე ადგილზე მყოფ ლიეტუველ ვილიუს გაუბასს შორის გამარჯვებულს შეხვდება