„როლან გაროსის" კორტებზე დიდი სლემის ოთხიდან ერთ-ერთის, საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები დაიწყო.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი,რომელიც ხანგრძლივი წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად მსოფლიო რეიტინგში 217-ე ადგილამდე დაეშვა, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრის მატჩში მსოფლიო რეიტინგის 129-ე ნომერს, იტალიელ ჯულიო ზეპიერის შეხვდა.

შეხვედრა იტალიელმა ჩოგბურთელმა ანგარიშით 2:0(6:4, 6:1) მოიგო და ნიკოლოზ ბასილაშვილი ROLAND-GARROS 2023-ს გამოეთიშა.