ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე კაცთა შორის ასპარეზობა დასრულდა.
თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში ნიკა ეგაძემ 169,78 ქულით მე-8 ადგილი დაიკავა
ორი დისციპლინის ჯამში ნიკა ეგაძემ 248,62 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატზე მიღებული შეფასების (273,00) გამეორების შემთხვევაში ნიკა ეგაძე მე-5 ადგილს დაიკავებდა.
რამდენიმე საათში პრაღის ყინულის მოედანზე ყინულზე მოცეკვავე წყვილები გამოვლენ. დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის წინ მე-10 ადგილზე არიან და მესამე ადგილზე მყოფ სპორტსმენებს 9,03 ქულით ჩამორჩებიან.




