იტალიის სერია A-ში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.
27 სექტემბერს უდინეზესთან" გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის შინ სამი შეხვედრა ჰქონდა წაგებული („რეალთან" 2:3, „ფიორენტინასთან" 1:3, „ემპოლისთან" 0:1) და ორი ფრედ დასრულებული („მილანთან" 2:2, „უნიონ ბერლინთან" 1:1) და დღევანდელ მატჩს ჩემპიონატის ლიდერთან არა მხოლოდ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, არამედ უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა.
„ნაპოლი" და მისი გულშემატკივრები ბრწყინვალედ მოთამაშე „ინტერმა" გააწბილა. მან მასპინძლების კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა და მასთან უპირატესობა თერთმეტ ქულამდე გაზარდა.
„ნაპოლის" მიერ ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს.
„ნაპოლი" - „ინტერი" 0:3(0:1)
„მონცა" - „იუვენტუსი" 1:2(0:1)
„ჯენოა" - „ემპოლი" 1:1(1:0)
„ლაციო" - „კალიარი" 1:0(1:0)
„მილანი" - „ფროზინონე" 3:1(1:0)
„ლეჩე" - „ბოლონია" 1:1(0:0)
„ფიორენტინა" - „სალერნიტანა" 3:0(2:0)
„უდინეზე" - „ვერონა" 3:3(2:1)
„სასუოლო" - „რომა" 1:2(1:0)