დღეს იტალიის სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონის პირველ შეხვედრას „ნაპოლი" ვერონაში გამართავს. 

გუნდებს შორის ოფიციალური შეხვედრების ისტორია იტალიის სერა A და სერია B-ში და იტალიის თასზე გამართულ 74 მატჩს ითვლის. თასზე ექვსივე და სერია B-ში ორივე შეხვედრა „ნაპოლის" გამარჯვებით დასრულდა, სერია A-ს ეგიდით გამართული 66 მატჩიდან კი „ნაპოლიმ" 35 მოიგო, 16 ფრედ დაამთავრა და 15 წააგო.

სულ, 74 შეხვედრაში„ნაპოლიმ" „ვერონას" კარში 131 გოლი გაიტანა, საკუთარში კი 61 მიიღო. მხოლოდ სერია A-ში ბურთების სხვაობა არის 109:57-თან.

„ვერონამ" „ნაპოლი" ორ ბურთზე მეტის სხვაობით ერთადერთხელ, გუნდებს შორის გამართული პირველ შეხვედრაში დაამარცხა (24.10.1926 „ვერონა" - „ნაპოლი" 5:0), „ნაპოლიმ" „ვერონა" დიდი ანგარიშით კი 14-ჯერ. დიდი ანგარიშით მოგებული 14 შეხვედრაში ერთხელ ბურთების სხვაობა ექვსი იყო (06.10.1957 „ნაპოლი" - „ვერონა" 6:0), ორჯერ - ხუთი (20.10.1985 „ნაპოლი" - ვერონა" 5:0 და 28.10.1992 „ვერონა" - „ნაპოლი" 0:5), სამჯერ - ოთხი (29.06.1976 „ნაპოლი" - „ვერონა" 4:0, 18.05.2014 „ნაპოლი" - „ვერონა" 5:1, 26.10.2014 „ნაპოლი" - „ვერონა" 6:2), რვა შეხვედრა კი „ნაპოლიმ" სამი ბურთის სხვაობით მოიგო.

ბოლო შეხვედრა, რომელიც დიდი ანგარიშით დასრულდა 1922 წლის 15 აგვისტოს გაიმართა ვერონაში და 2:5 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ვერონას" წინააღმდეგ ოთხ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული

15.08.1922 „ვერონა"-„ნაპოლი" 2:5(1:2)
გოლი 37-ე წუთზე, საგოლე გადაცემა 55-ე წუთზე, შეცვლა 68-ე წუთზე


15.04.2023 „ნაპოლი" - „ვერონა" 0:0
ხვიჩა კვარაცხელია 64-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა


21.10.2023 „ვერონა" - „ნაპოლი" 1:3(0:2)
გოლები 43 და 55-ე წუთებზე, შეცვლა 77-ე წუთზე


04.02.2024 „ნაპოლი" - „ვერონა" 2:1(0:0)
გოლი 87-ე წუთზე