უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის ბოლო ორი განმეორებით შეხვედრა გაიმართა.

ნეაპოლში „ნაპოლიმ" მეორე მატჩიც მოუგო ფრანკფურტის „აინტრახტს" და მეოთხედფინალში გავიდა. 

პირველი გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ვიქტორ ოსიმჰენის თავური დარტყმის შემდეგ გავიდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან რვა წუი იყო გასული, როდესაც ოსიმჰენმა ანგარიში 2:0 გახადა.

62-ე წუთზე სტუმრებმა პიოტრ ზელინსკი წააქციეს საჯარიმოში. პენალტი დაზარალებულმა დაარტყა ზუსტად - 3:0.

„ნაპოლი" - „აინტრახტი" 3:0(1:0) პირველი მატჩი 2:0
გოლები" 45+2 ვიქტორ ოსიმჰენი, 53' ვიქტორ ოსიმჰენი, 63' პიოტრ ზელინსკი, თერთმეტმეტრიანიდან 3:0
ხვიჩა კვარაცხელია 74-ე წუთზე ელჯიფ ელმასმა შეცვალა.


მადრიდში „რეალის" და „ლივერპულის" შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა.

„რეალი" - „ლივერპული" 1:0(0:0) პირველი შეხვედრა 5:2
გოლი:  78' ქარიმ ბენზემა


ამრიგად, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებენ:
„რეალი", „ბაიერნი", „ჩელსი", „მანჩესტერ სიტი", „მილანი", „ნაპოლი", „ინტერი" და „ბენფიკა"