ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport აქვეყნებს

La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ „ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვიტა რუდი გარსია გაათავისუფლოს, ხოლო ჟურნალისტი ალფრედო პედულა ირწმუნება, რომ   უკვე დაიწყო მოლაპარაკება იგორ ტუდორთან.




ამ თანამდებობაზე „ნაპოლის" ყოფილ მწვრთნელის, ვალტერ მაცარის და ყოფილი მცველის და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებული იტალიის ნაკრების მწვრთნელის,  ფაბიო კანავაროს კანდიდატურებიც განიხილებოდა, თუმცა  სატრანსფერო ექსპერტი ალფრედო პედულა ამტკიცებს, რომ ტუდორი წამყვანი კანდიდატია და მსათან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

„ჰაიდუკის", „იუვენტუსის" და ხორვატიის ნაკრების ყოფილი მცველი იგორ ტუდორი ბოლოს წვრთნიდა მარსელის „ოლიმპიკს", საიდანაც იგი 2022-2023 წლის საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ  გათავისუფლდა.