იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბერგამოში, ადგილობრივ „ატალანტასა" და ნეაპოლის „ნაპოლის" შორის შედგა.

მასპინძლები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე ნეაპოლელებთან შეხვედრაში ადემოლა ლუკმენის მიერ თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით უკვე მე-19 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ნეაპოლელებმა 23-ე წუთზე ანგარიში გათანაბრეს (ვიქტორ ოსიმჰენი), 35-ე წუთზე კი დაწინაურება შეძლეს (ელიფ ელმასი). დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ნაპოლიმ" უახსლოესი კონკურენტთან უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია.

1. „ნაპოლი” 13 11-2-0 32:10 35
2. „ატალანტა” 13 8-3-2 19:10 27
3. „მილანი” 12 8-2-2 25:13 26
4. „რომა” 12 8-1-3 16:11 25
5. „ლაციო” 12 7-3-2 24:8 24
6. „ინტერი” 12 8-0-4 25:17 24
7. „უდინეზე” 13 6-5-2 21:13 23
8. „იუვენტუსი” 12 6-4-2 18:7 22
9. „ტორინო” 12 5-2-5 12:14 17
10. „სალერნიტანა” 13 4-5-4 18:19 17
11. „სასუოლო” 13 4-3-6 14:18 15
12. „ემპოლი” 13 3-5-5 10:17 14
13. „ბოლონია” 12 3-4-5 14:18 13
14. „ფიორენტინა” 12 3-4-5 13:17 13
15. „მონცა” 12 3-1-8 11:21 10
16. „ლეჩე” 13 1-6-6 10:16 9
17. „სპეცია” 12 2-3-7 10:22 9
18. „სამპდორია” 12 1-3-8 6:21 6
19. „კრემონეზე” 13 0–6-7 11:24 6
20. „ვერონა” 12 1-2-9 11:24 5