თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის E ჯგუფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს შორის.
დაძაბული შეხვედრა ქართველმა ფუტსალელებმა 2:1 მოიგეს.
საქართველო - სომხეთი 2:192:0)
გოლები: 09'32" ირაკლი თოდუა, 18'18" ბრუნო გომეში 2:0, 33'38" ჟულიო ცეზარ ზანოტო 2:1
მომდევნო შეხვედრას საქართველო 21 სექტემბერს პორტუგალიაში ითამაშებს, ელიტ რაუნდის პირველი წრის დასკვნით მატჩში კი 7 ოქტომბერს ფინეთს სახლში მიიღებს.