დასრულდა მსოფლიო თასის სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები.
ბოლო ტურის წინ მსოფლიო ჩემპიონატის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურის ექვსივე მონაწილის ვინაობა იყო ცნობილი და ყველაზე დიდ ინტერესს პლეი-ოფის საგზურისთვის მებრძოლი ვენესუელის კოლუმბიასთან და ბოლივიის ბრაზილიასთან შეხვედრები იწვევდა. პირად შეხვედრებში უპირატესობის მქონე ვენესუელას წაგების შემთხვევაშიც კი შეეძლო პლეი-ოფის საგზურის მოპოვება თუ ბოლივია ბრაზილიას ვერ მოუგებდა.
ვენესუელამ კარგად დაიწყო შეხვედრა და ჯერ მე-3 წუთზე დაწინაურდა. კოლუმბიამ გოლი მე-10 წუთზე გაქვითა, თუმცა ორ წუთში ისევ მასპინძლები დაწინაურდნენ. ტაიმის მიწურულს კოლუმბიელმა ლუის სუარესმა ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი მანვე კიდევ სამი გოლი გაიტანა და ამით პრაქტიკულად გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. დარჩენილ დროში მეტოქეებმა თითო გოლი გაიტანეს და ვენესუელამ დამარცხებულმა დატოვა მინდორი
ვენესუელა - კოლუმბია 3:6(2:2)
გოლები: 3' ტელასკო სეგოვია 1:0, 10' იერი მინა 1:1, 12' ჯოზეფ მარტინესი 2:1, 42', 50', 59' და 67' ლუის სუარესი 2:2, 2:3, 2:4 და 2:5, 75' სალომონ რონდონი 3:5, 78' ჯონ კორდოვა 3:6
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ბოლივიამ პირველი ტაიმის 45+4' წუთზე მიგელიტოს მნიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სძლია ბრაზილიას და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად კონტინეტთაშორის პლეი-ოფში ითამაშებს.
ბოლივია - ბრაზილია 1:0(1:0)
გოლი: 45+4' მიგელიტო, თერთმეტმეტრიანიდან
ეკვადორმა პირველი ტაიმის 45+13' წუთზე ვალენსიას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით არგენტინა დაამარცხა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ადრე სამი ქულის ჩამოკლების მიუხედავად შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა.
ეკვადორი - არგენტინა 1:0(1:0)
გოლი: 45+13' ენერ ვალენსია, თერთმეტმეტრიანიდან
გაძევება: 31' ნიკოლას ოტამენდი (არგენტინა, წითელი ბარათი), 50' მოისეს კაისედო (ეკვადორი, მეორე ყვითელი)
პერუ-პარაგვაი 0:1(0:0)
გოლი: 78' მატიას გალარზა
ჩილე - ურუგვაი 0:0





