მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოქტომბრის თვის მესამე სათამაშო დღის შეხვედრები დასრულდა.

სენსაცია შედეგი დაფიქსირდა K ჯგუფში გამართულ სერბეთის და ალბანეთის გუნდების მატჩში. ალბანელებმა პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა კარში გატანილი ერთადერი გოლით გაიმარჯვეს და ახლა სერბებისთვის პლეი-ოფში მოსახვედრად ინგლისში გამარჯვებაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. 

სერბეთი - ალბანეთი 0:1(0:1)
გოლი: 45+1' რეი მინაი

ლატვია - ანდორა 2:2(1:1)
გოლები: 33' მოისეს სან ნიკოლასი 0:1, 41' დმიტრის ზელენკოვსი 1:1, 55' ვლადისლავს გუტკოვსკისი 2:1, იან ოლივეირა 2:2
გაძევება: 90+2' ჟოელ გილენი (ანდორა, მეორე ყვითელი)

F ჯგუფი
უნგრეთი - სომხეთი 2:0(0:0)
გოლები: 56' დანიელ ლუკაჩი 1:0, 90+4' ჟომბორ გრუბერი 2:0

პორტუგალია - ირლანდია 1:0(0:0)
გოლი: 90+1' რუბენ ნევეში
75-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული თერთმეტმეტრიანი ირლანდიელთა მეკარე კაომჰინ კელეჰერმა მოიგერია

I ჯგუფი
ნორვეგია - ისრაელი 5:0(3:0)
გოლები: 18' ანანა ჰალაილი, საკუთარ კარში 1:0და 27' ერლინ ჰოლანი 1:0,  28' იდან ნახმიასი, საკუთარ კარში 3:0, 63' და 72' ერლინ ჰოლანი 4:0 და 5:0
მე-6 წუთზე ერლინ ჰოლანის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე დანიელ პერეცმა მოიგერია.

ესტონეთი - იტალია 1:3(0:2)
გოლები: 5' მოისე კინი 0:1, 38' მატეო რეტეგა 0:2, 74' პიო ესპოზიტო 0:3, 76' რაუნო საპინენი 1:3 
30-ე წუთზე მატეო რეტეგას დარტყმული თერთმეტმეტრიანი ესტონელთა მეკარე კარლ ჰაინმა მოიგერია.