ფილადელფიაში, „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდზე“, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა.

ბრაზილიელების და ინგლისელების შეხვედრის ბედი მეკარე ვევერტონის მიერ 83-ე წუთზე გატანილმა ავტოგოლმა გადაწყვიტა.  

„ჩელსი“ - „პალმეირასი“ 2:1(1:0)
გოლები: 16' კოულ პალმერი 1:0, 53' ესტევაო 1:1, 83, ვევერტონი, საკუთარ კარში 2:1

 
„ჩელსი“ ნახევარფინალში „ფლუმინენსეს“ შეხვდება.