მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ჯგუფში მეორე წრის მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა.
პერუმ სახლში ბოლივია დაამარცხა, რის შედეგადაც ბოლო ადგილსაც დააღწია თავი და პლეი-ოფში გამსვლელ მეშვიდე ადგილის დაკავებისკენაც გადადგა ნაბიჯი. მის ნაცვლად ფსკერზე აღმოჩნდა ჩილე, რომელმაც პარაგვაიში წააგო.
ბრაზილიამ შინ კოლუმბიასთან გაიმარჯვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
პერუ - ბოლივია 3:1(2:0)
პარაგვაი - ჩილე 1:0(0:0)
ბრაზილია - კოლუმბია 2:1(1:1)
ეკვადორი - ვენესუელა 2:1(1:0)
ურუგვაი - არგენტინა 0:1(0:0)