კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინა-ჰოლანდიის მატჩის დროს, ამერიკელი სპორტული ჟურნალისტი გრანტ უოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
უოლი არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩზე მუშაობის პროცესში ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ექიმების განცხადებით, 49 წლის ჟურნალისტის გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია.
გრანტ უოლი ამჟამად CBS სპორტში მუშაობდა. მოღვაწეობდა sports illustrated-სა fox sport-ში. ცნობილი გახდა წიგნით, რომელიც დევიდ ბექჰემის შესახებ დაწერა.
მან ბოლოს ტვიტერზე მატჩის ბოლო წუთზე ჰოლანდიელების მიერ გატანილი გოლის შემდეგ დაწერა. სწორედ ამის შემდეგ, დამატებული დროს დაწყებამდე, ის შეუძლოდ გახდა და ექიმებმა გადარჩნა ვერ შეძლეს.
ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა. კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი ვალის კარიერაში რიგით მერვე იყო. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ კატარში სამედიცინო კლინიკაში იმყოფებოდა.




