ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში პირველი შეხვედრა გაიმართა

გერმანიის და იაპონიის გუნდებს შორის ფავორიტად მოაზრებული გერმანია 33-ე წუთზე დაწინაურდა ილქაი გიუნდოგანის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით და ანგარიშს 75-ე წუთამდე ინარჩუნებდა.

იაპონელებმა ანგარიში „ფრაიბურგში" მოთამაშე რიცუ დიანის გატანილი გოლით გაათანაბრეს, 8 წუთის შედეგ კი კიდევ ერთმა „გერმანელმა" („ბოხუმი") ტაკუმა ასანომ იაპონელები დააწინაურა.