ბელგრადში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 57-74-79-92კგ წონით კატეგორიებში
79კგ წონითი კატეგორიის ფინალში ვლადიმერ გამყრელიძემ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე რუს უსმანოვთან 1:4 წააგო და მსოფლიო ჩემპიონის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
92 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში მირიან მაისურაძემ შეხვედრის დასრულებამდე 19 წამით ადრე გაათანაბრა ანგარიში და ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით დაწინაურდა, მაგრამ ფაიზულა აქთურქმა მას შეხვედრის მიწურულს გამოსტაცა ხელიდან ბრინჯაოს მედალი
რვა წონით კატეგორიაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ საქართველო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა, თუმცა გათამაშებული 4 ოლიმპიური ლიცენზიიდან მხოლოდ ერთის (125კგ გენო პეტრიაშვილი) მოპოვება შეძლო, გასათამაშებელი ორი ლიცენზიიდან კი ერთის (97კგ გივი მაჭარაშვილი) მოპოვების შანსი აქვს