ესპანეთის ლა ლიგაში მეცამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ მეცამეტე ტურში „ბარსელონას“ ესტუმრა მასპინძლებს ორი გოლი პირველივე წუთებზე გაუტანა.
„ბარსელონა“ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ დიდი უპირატესობის მიუხედავად ტაიმი ისე მიიწურა, რომ ანგარიშში ჩამორჩენის შემცირება ვერ შეძლო - გადამწყვეტ მომენტში ან სტუმართა მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ან მასპინძლებს აკლდათ სიზუსტე.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „ბარსელონამ“ იერიშები გააგრძელა და 57-ე წუთიდან 68-ე წუთამდე ინტერვალში სტუმართა კარში სამი გოლი გაიტანა. ეს ანგარიში შეხვედრის ბოლომდე აღარ შეცვლილა.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore — 5.7) 86-ე წუტზე შეცვალეს. მასზე დაბალი შეფასება ორივე გუნდიდან მხოლოდ პაუ ნავარომ და „ვილიარეალის“ მეორე ცენტრალურმა მცველმა მიიღეს სულ შეფასებული 28 მოთამაშიდან.
„ბარსელონა“ - „ვილიარეალი“ 3:290:20
გოლები: 5' ტეიჯონ ბიუკენენი 0:1, 7' ტანიტულოვა ოლივასეი 0:2, 57' ჟერარდ მარტინი 1:2, 52' ფერმინი 2:2, 67' პაუ ნავარო, საკუთარ კარში 3:2
23-ე წუტზე ლამინე იამალმა თერთმეტმეტრიანი ძელს მოარტყა
გაძევება: 90+3' პაუ ნავარო, მეორე ყვითელი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ




