UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს მთავრობას ფულადი საჩუქრისთვის, რომელიც ერთ მილიონ ლარს შეადგენს მადლობას უხდის.
"რაც შეეხება ამ საჩუქარს, ნამდვილად არ ველოდებოდი. რა თქმა უნდა, მადლობა ამ საჩუქრისთვის და ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში", - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.