ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვემზადები ჩემი ტრილოგიისთვის. ერთი კვირის წინ ჩამოვედი თბილისში და მგონია, რომ საკმაოდ მოვემზადე ამ პერიოდში, რომ ღირსეულად ვიჭიდაო, - განაცხადა პრესკონფერენციაზე RAF Georgia-ს ტურნირის ქართველმა მონაწილემ მერაბ დვალიშვილმა.

„სამშობლოში ასპარეზობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, მაგრამ მე პროფესიონალი მებრძოლი ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ აქაც და სხვა ქვეყანაში, უბრალოდ სხვა ქვეყანაში უფრო მოტივირებული ვარ და ალბათ საქართველოშიც შევინარჩუნებ იგივე მოტივაციას“, - აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.

ფინალური ორთაბრძოლები 11 ივლისს გაიმართება.