პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე ძალოსნობაში 23 წლამდე ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე დღეს 87 კგ წონით კატეგორიის გოგონები ასპარეზობდნენ.

ქართველმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა ბრწყინვალედ იასპარეზა პოლონეთის ქალაქ რაშინში მიმდინარე ძალოსნობაში 23 წლამდე ახალგაზრდათა ევროპის ჩემპიონატზე.
 
მარიამ მურღვლიანი პირველი იყო როგორ ატაცში ასევე აკვრაში და ცხადია, ორი მცირე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ იგი ორჭიდის ჯამში დიდი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.