უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირზე ძირითად ბადეში მოხვედრილი ჩოგბურთელები პირველი წრის შეხვედრებს მართავენ.
საკვალიფიკაციო წრიდან ძირითად ბადეში გადასულმა მარიამ ბოლქვაძემ (N545) პირველი წრის შეხვედრა ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩთან (N94) გამართა და გამარჯვება მოიპოვა.
მარიამ ბოლქვაძე - აილა ტომლიანოვიჩი 6:2, 2:6, 6:4
მარიამ ბოლქვაძის მეტოქე ოცდამეთორმეტედფინალში ამერიკელ ეშლინ კრიუგერს (N102) და ხორვატ დონა ვეკიჩს (N34) შორის შეხვედრაში გამარჯვებული იქნება.




