მალაგაში დასრულდა ძიუდოისტთა შეჯიბრება ევროპის თასზე.
100 კგ წონაში დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა ქართველმა ძიუდოისტმა გელა ზაალიშვილმა ოთხიი შეხვედრა გამართა, ოთხივე იპონით მოიგო და მალაგის ევროპის თასის მფლობელი გახდა.
90 კგ წონაში 19 წლის მიხეილ კუპრაშვილმა პორტუგალიელ დიუგუ ლუის იპონით სძლია, ძლიერ მეტოქეს, ყირგიზ ერლან შეროვს ორი ვაზარი აუღო, იპონით მოუგო შვედ ლეონიდას ჰიპონენს და ნახევარფინალში 81 კგ წონაში მსოფლიო ჩემპიონთან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელთან, ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა ორი ვაზარით.
ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში მიხეილ კუპარაშვილმა დიდ ბრიტანელ იპონით სძლია.
ტურნირის მონაწილე კიდევ ერთმა სახელოვანმა ძიუდოისტმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელმა მატვეი კანიკოვსკიმ +100 კგ წონაში გაიმარჯვა