ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფზე“ მსოფლიო საკლუბიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა.
მადრიდის „რეალმა“ უპრობლემოდ დაამარცხა დორტმუნდის „ბორუსია“ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხე ნახევარფინალისტი გახდა.
„რეალი“ მადრიდი - „ბოირუსია“ დორტმუნდი 3:2(2:0)
გოლები: 10' გონსალო გარსია 1:0, 20' ფრან გარსია 2:0, 90+3' მაქსიმილიან ბაიერი 2:1, 90+4' კილიან მბაპე 3:1, 90+8' სერუ გირასი, თერთმეტმეტრიანიდან 3:2
გაძევება: 90+5' დინ ჰაისენი („რეალი“, წითელი ბარათი)
9 ივლისს, ისტ-რატერფორდში, „მეტლაიფზე“, „რეალი“ ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმანს“ შეხვდება, მანამდე, 8 ივლისს კი „მეტლაიფზე“ „ფლუმინენსეს“ და „ჩელსის“ შეხვედრაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გამოვლინდება.