ლივერპულში გრძელდება მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

დღეს საქართველოს სახელით რინგზე 70 კგ წონითი კატეგორიის მოკრივე ლუკა ნიქაბაძე გავიდა.

ქართველმა მოკრივემ  მერვედფინალური შეხვედრა 0:5 დათმო იორდანელ ზეიად იაშაშთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

მოგვიანებით რინგზე კიდევ ერთი ქართველი მოკრივე, გიორგი ნატროშვილი გამოვა. მეოთხედფინალში გასავლელად იგი ბელგიელ ჰამზა შრირთან იბრძოლებს.

9 სექტემბერს სახილ ალახვერდოვი (50კგ) იაპონელ მაკინო სოუშის შეხვდება, ლაშა გურული კი ირლანდიელ დინ კლენსის. 10 სექტემბერს მეოთხედფინალში გასავლელად გიორგი ყუშიტაშვილი (85კგ) იბრძოლებს. მისი მეტოქე ყაზახი ბექზად ნურდაულეტოვი იქნება.