ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა. მათ მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო – 71,53 ქულით პირველ ადგილზე დაასრულეს, თავისუფალ პროგრამაში კი 107,79 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად, 179,32 ქულით ოქროს მედლები დაიმსახურეს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ამერიკელებმა დაისაკუთრეს.
აღსანიშნავია, რომ ლუკა ბერულავა იუნიორთა შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. კარიერაში პირველი ოქრო მან 2022 წელს მეწყვილე კარინა საფინასთან ერთად მოიპოვა.
1 მარტს თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს ინგა გურგენიძე, რომელიც მოკლე პროგრამაში მიღებული 62,28 ქულით მე-7 ადგილზეა. ამავე დღეს ყინულზე სპორტულ ცეკვებში მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი იასპარეზებენ. 2 მარტს თავისუფალი პროგრამით გამოვა კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელმაც მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 63,99 ქულა დაიმსახურა და მე-19 პოზიცია დაიკავა.