იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ყინულზე ფიგურულ სრიალში დასრულდა შეჯიბრება წყვილთა შორის.
საქართველოს სახელით მოასპარეზე კარინა საფინას და ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელიც მოკლე პროგრამით ასპარეზობის შემდეგ 60.98 ქულით მე-14 ადგილზე იყო, თავისუფალი პროგრამით გამოსვლაში 86.01 ქულით ბოლო, მე-20 ადგილი დაიკავა.
ორივე პროგრამით ასპარეზობის ჯამში დაგროვილი 146.99 ქულით კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მე-19 ადგილი დაიკავეს.