ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ქალთა შორის ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

მოკლე პროგრამით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ორივე პროგრამით ასპარეზობაში გასული წლის ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

1. ლოენა ჰენდრიქსი (ბელგია) - 213,252.
ანასტასია გუბანოვა (საქართველო) - 206,52
3. ნინა პინზარონე (ბელგია) - 202,29
22. ალინა ურუშაძე (საქართველო) - 140,66


ამრიგად, სამ დისციპლანაში შეჯიბრების დასრულების შემდეგ საქართველოს ფიგურული სრიალის ოსტატებს 1 ოქროს (ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა), სამი ვერცხლის (ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა და ანასტასია გუბანოვა - 2) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ანასტასია გუბანოვა) აქვთ მოპოვებული.

გუშინ კაცთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა კონსტანტინე ეგაძემ. დღეს მედლებს ყინულზე ცეკვის ოსტატები გაითამაშებენ.