საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ სახლში „ლანსთან“ შეხვედრაში მარცხი განიცადა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა მისი ძალიან საეჭვო გახადა.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 7,1) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო. მან გოლი 79-ე წუთზე გაიტანა.
„ლიონი“ - „ლანსი“ 1:2(0:1)
გოლები: 21' გოდუინ კოალიპუ 0:1, 79' გიორგი მიქაუტაძე 1:1, 85' ანას ზარური 1:2