ესპანეთის ლა ლიგაში 16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა.
ვალენსიაში, „სიუდად დე ვალენსიაზე“, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარელს“ ადგილობრივმა „ლევანტემ“ უმასპინძლა.
სტუმრებმა შეხვედრა მასპინძელთა კარში გიორგი მიქაუტაძის მიერ 57-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგეს.
გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, სულ კი მას მიმდინარე პირველობაზე 8 გოლი აქვს გატანილი.
გიორგი მიქაუტაძე (Flashscore- 7,6) 89-ე წუთზე შეცვალეს.
𝔾𝕖𝕠𝕣𝕘𝕖𝕤 𝕄𝕚𝕜𝕒𝕦𝕥𝕒𝕕𝕫𝕖. 🌟@VillarrealCf | LevanteUDVillarreal | LALIGAHighlights pic.twitter.com/2DTmFTFdii
— LALIGA (@LaLiga) February 18, 2026





